×
Left Photo Left Photo

კიოკუშინკაი, ან, შეიძლება ითქვას, ყველა სიმართლის ასოციაცია, აერთიანებს იმ ადამიანებს რომლებიც ისწრაფიან მოიპოვონ ფოლადივით ძლიერი გამძლეობა და ნებისყოფა ჩვეულებრივ ცხოვრებასთან მიმართებაში, შეზღუდონ საკუთრ თავში ყველა ის მოქმედება, რომელიც მიმართულია ცხოვრების ნორმალური პირობების საწინააღმდეგოდ, რომელსაც ხანდახან კარნახობს ადამიანის ტვინი. ბრძოლა ყოველგვარი დამცავების გარეშე არის რჩეული და მამაცი ადამიანებისთვის, რომლებიც უცხადებენ სიძნელეებს გააფთრებულ ბრძოლას ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადებით.


„თუ თქვენ კარგავთ ცოტაოდენ ფულს, ნერვიულობთ მნიშვნელოვნად. თუ თქვენ კარგავთ თვითდაჯერებულობას, თქვენ კარგავთ თავს. აი ეს არის სანერვიულო.“ - მასუტაცუ ოიამა


„ათასი დღის ვარჯიშის შემდეგ იწყება მებრძოლის გზა, მაგრამ, მებრძოლი რომ გახდეთ ათიათასი დღე უნდა ივარჯიშოთ,“ გვეუბნება ასევე ოიამა. ბრძოლის ტატამი არ არის იმისთვის, რომ დაიკავოთ ტურნირის ბადეში საპატიო ადგილი, ბრძოლები ტატამზე არის სულის გაძლიერება მებრძოლისათვის. მიეჩვიოს თავისი შესაძლებლობების საზღვრების გადალახვას. უკეთ გაიცნოს თავისი თავი და იპოვოს სუსტი და ძლიერი მხარეები, რომელიც აადვილებს შემდეგ ვარჯიშებს.


მწვრთნელებისთვის ადვილი მისახვედრია თუ როგორია თავისი შრომის შედეგი - თუ სპორტსმენი ყოველდღიურად აქტიურდება კიოკუშინში შედეგიც სახეზეა. ოსტატები არასოდეს არ ტოვებენ უყურადღებოდ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სულიერ სიძლიერეს, რომელიც არის საფუძველი იმისა, რომ იყო ძლიერი მებრძოლი. ეს საშუალებას აძლევს სპორტსმენს:


• გაამაგროს ტანი მკაცრი დისციპლინით. 


• გააუმჯობესოს თვითშეფასების ხარისხი. 


• თბილი სოციალური ინტეგრაცია სპორტსმენებს შორის ერთობლივი ვარჯიშების საფუძველზე.


ყველა მებრძოლი უნდა გრძნობდეს კონკურენტუნარიან სპორტსმენს მის გვერდზე და მისი დახმარებით ერთობლივად წაიწიონ წინ.


ყოველი შეჯიბრი უნდა იყოს როგორც სერია ფილმების, რაც უფრო ახლოს არის სპორტსმენი ოსტატობის ზღვართან უფრო საინტერესო ხდება მომზადების პროცესი.


კიოკუშინკაის პირდაპირი თარგმანი არის, „უმაღლესი ჭეშმარიტება“. ჭეშმარიტებაში იგულისხმება ფიზიკური და ფსიქოლოგიური რესურსი, რომელსაც ყველა სპორტსმენი გრძელვადიანი ვარჯიშების შემდეგ აღწევს. ბავშვების და ზრდასრულების საერთო მიზანი არის თავდაჯერებულობის შეძენა და საზოგადოებაში ინტეგრაცია.