×
Left Photo Left Photo

კიოკუშინკაი ზოგისთვის აღმოჩენა ხდება, რადგან რასაც აქამდე უყურებდნენ ისინი კინოფილმებში, რომლებშიც უხვად არის სხვადასხვა სისულელეები და სისხლისმღვრელი ბრძოლები, ქმნიდა სხვა შთაბეჭდილებას ზოგადად საბრძოლო ხელოვნებაზე. ამიტომაც, საზოგადოებას სულ სხვა წარმოდგენა აქვს კიოკუშინკაი კარატეზე. ზოგიერთი თვითმარქვია მწვრთნელი უგნურად იღებს თავის თავზე ამ პასუხისმგებლობას - ასწავლიან კარატეს ტექნიკას ისე, რომ წარმოდგენაც კი არ აქვთ რა არის საბრძოლო ხელოვნების საიდუმლო, რა დგას მის უკან.

საბრძოლო ხელოვნების ფესვები იწყება აღმოსავლეთში. ეს არის კულტურა და არა სისხლის ღვრა და სისუსტე. ჩვენ ავიღეთ როგორც სპორტი და ტანის მოძრაობა, მაგრამ ეს ასე არ არის. ის ხელოვნებაა, რომელიც ეხმარება ადამიანებს იცხოვრონ, მიაღწიონ ყველაზე წარმოუდგენელ მიზანს.

როდესაც ოსტატებს უსვამენ კითხვას „რამდენი ხანი ვარჯიშობთ?“ პასუხი არის ასეთი: „24 საათი.“ მკითხველი გაკვირვებით იმეორებს კითხვას: „ეს არ ნიშნავს?“ 24 საათი მოძრაობ ფიზიკურად, ეს ნიშნავს იცხოვრო 24 საათის განმავლობაში სწორი პრინციპებით და სწორი სულიერი მდგომარეობით. თუ ვივარჯიშებთ 2 საათი, მაშინ ჩვენ ვერ შევძლებთ ვიყოთ სრული ოსტატები, ვერ გადავცემთ სხვებს ჩვენს ცოდნას სრულყოფილად. ჩვენ თუ ორი-სამი მოსწავლე გვყავს, მაშინ არაუშავს, მაგრამ ჩვენს წინ დგას ასობით ადამიანი, ვარჯიშის დროს მათი თვალები ივსება ცეცხლოვანი ვარჯიშის სურვილით, თუ ისინი გრძნობენ რომ შენ არ ატყუებ. რაც არ უნდა იყოს ყოველთვის უნდა დარჩე ისეთი როგორიც ხარ და არასოდეს ჩამოუშვა ხელები, თორემ ყველაფერი დამთავრდება, დაკარგავ თავს, აიბნევი ცხოვრებაში და ცხოვრება წამებად გადაიქცევა. უნდა გვესმოდეს, რომ სიძნელეებით სავსეა ეს ცხოვრება, ნებისმიერი წინააღმდეგობა ეს ერთ-ერთი კიბის საფეხურია, რომელზედაც მშვიდად უნდა დააბიჯო და ახვიდე. ვარჯიშების პერიოდში ადვილად მიხვდები თუ ისევ სუსტი ხარ. ეს გამოიხატება ყოველდღიურ ცხოვრებაში: ხარ თუ არა კეთილშობილი ყველას მიმართ? გაგაჩნია თუ არა სისასტიკე საუბარში ან ქმედებებში? სიძლიერის ნათელი მაგალითია შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი შეჯიბრის დროს სპორტსმენი ძალიან დაიღალა და წაიქცა. მაყურებელს ეგონა რამოდენიმე წამში ბრძოლა დამთავრდებაო, მაგრამ მოწინააღმდეგემ მშვიდად წამოაყენა თავისი მეტოქე და სთხოვა, მოდი გავაგრძელოთ, ჩვენ ხალხი გვიყურებსო. ბრძოლა გაგრძელდა, მაგრამ მაყურებელი გრძნობდა როგორ ეხმარებოდა ძლიერი სპორტსმენი დაღლილ მოწინააღმდეგეს. რაუნდის დრო ამოიწურა. ბრძოლა მაიც ძლიერის გამარჯვებით დამთავრდა. ხალხი ფეხზე წამოდგა და მხურვალე ტაში მის კეთილშობილებას დაუკრა და არა მის გამარჯვებას. შეჯიბრის დასრულების შემდეგ არა მის ოქროს მედალზე, არამედ მის კეთილშობილებაზე საუბრობდნენ. აი ეს არის სიძლიერე!

ცხოვრებაში ჩვენ ვხვდებით ბევრ ბოროტებას. სამწუხაროდ, ის ყველგან არის და ხანდახან გვგონია, რომ იგი ყველაფერს ყლაპავს ირგვლივ. ძალიან ძნელია დარჩე იმ ადამიანის მიმართ კარგი განწყობით, რომელიც სავსეა ბოროტებით. მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ არ არსებობობს ცუდი ადამიანები. ყველა ბავშვი იბადება კარგი, მაგრამ რომელიღაც მომენტში მათ სულებში იბუდებს ბოროტი ძალა, რომელიც აწვალებს მას. ასეთი ადამიანი ჩადის სხვადასხვა ბოროტებას. როდესაც ასეთ ადამიანს ხვდებით და მასზე ძლიერი და სამართლიანი ხართ, ეს არ ნიშნავს, რომ მას დასცინოთ ან მიაყენოთ ფიზიკური შეურაცყოფა. პირიქით, დაეხმარეთ. ამოგლიჯეთ მისგან ბოროტი ძალა და ის თქვენი მადლობელი იქნება. აი, ზუსტად ამაშია ჩადებული თქვენი სიძლიერე. თუ თქვენ ეს უკვე შეძელით, თქვენ უკვე გაიარეთ რთული გზა და თუ შემთხვევით გამოხვედით მდგომარეობიდან, მთავარია, აღიარო და გაასწორო შეცდომა. ეს არის ძალა და არა სისუსტე. სიძლიერე გჭირდება არა იმისთვის, რომ სხვაზე გამოიყენო, არამედ დაეხმაროთ მას: „ვინც იცის ჩხუბი ის ადამიანებს იცავს. ვინც არ იცის ჩხუბი ის ადამიანებს სცემს.“ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც დადიან სიბნელეში, მაგრამ დგება დრო როდესაც იხსნება ფანჯარა და გამოდიან ნათელ ადგილზე. თუ გეჩვენებათ, რომ ირგვლივ ყველა ცუდია ეს ასე არ არის. ეს თქვენშია რაღაც დაუსრულებელი და უნდა მოძებნოთ. ჩვენ კარგად ვამჩნევთ სხვის შეცდომებს და ჩვენსას ვერ ვხედავთ, ამ დროს უთხარით თქვენ თავს „სდექ,“ შეჩერდი და რამოდენიმე ხანში ყველაფერი ნათელი გახდება.

პატივისცემით,

საქართველოს კიოკუშინკაი კარატეს კ.ს.ო მაცუშიმას პრეზიდენტი,

საერთაშორისო კლასის ოსტატი,შავი ქამრის VI დანის მფლობელი ნოდარ კვანჭიანი.