როგორ ავაწყოთ ვარჯიშები
• კიხონი არის დარტყმების და ფარვების ტექნიკის საფუძვლების ცალ-ცალკე შესწავლა.
• კატა არის სხვადასხვა ელემენტების კომბინაცია, რომელიც მკაცრი თანმიმდევრობით ფორმულირდება. ეს არის წარმოსახვითი ბრძოლა მეტოქესთან.
• კუმიტე კი არის ბრძოლა. ილეთების პრაქტიკული გამოყენება ბრძოლაში.
თუ თქვენ კიხონები კარგად არ გაქვთ შესწავლილი, კატაში პროგრესი არ გექნებათ. იმ პრინციპების არცოდნის შემთხვევაში, რომლებიც ჩადებულია კატაში (სისწრაფეზე მუშაობა, კონცენტრაცია, რეაქცია და ძალა), ვერ მიაღწევთ წარმატებას კუმიტეში.
ვარჯიშის პროცესში შედის ტანის გამაგრების ვარჯიშები, გაწელვები, სუნთქვითი ვარჯიშები, სხვადასხვა ინსტრუმენტზე ვარჯიშები (თათებზე, ტომრებზე და ა.შ).
ყველა ვარჯიში იწყება სპეციალური რიტუალით: კიოკუშინის დამაარსებლის, მასწავლებლის და მოსწავლეების პატივისცემით.
ყველაზე რთული მოსწავლეებისათვის არის პიველი სამი თვე, როდესაც დამწყები გადის სწავლების პროცესისადმი ადაპტაციას. ადამიანები, ვისაც სუსტი ხასიათი აქვთ, ვერ უძლებენ ვარჯიშებს და მიდიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შედარებით ნაზი ხასითის მქონე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებსა თუ სუსტი ნებისყოფის მქონე ადამიანებს გადაჭრილი აქვთ გზა კარატესკენ. ზუსტად ამ ადამიანებმა უნდა დაიწყონ თავიანთ თავზე მუშაობა, რომ განავითაროთ საკუთარი შესაძლებლობები, მოიშორონ ცუდი ჩვევები და უარი თქვან პასიურ ცხოვრებაზე. ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს შეაჩეროს მოულოდნელი ცხოვრებისეული პრობლემა.