როგორ ავაწყოთ ვარჯიშები თუ კარატეში ვარჯიში გადაწყვიტეთ
გაგიჩნდებოდათ კითხვა, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნაადრევად გაკვირვებული არ დავრჩეთ.
უპირველეს ყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ კარატე უმრავლესობას მიაჩნია ცემა-ტყეპად, მაგრამ ეს სულაც არ არის „საშიში მხეცი“. კარატე საერთო ფიზიკური მომზადებაა, რომელიც გაძლევთ საშუალებას დაიცვათ თავი რთულ სიტუაციებში. თუ თქვენ გსურთ ივარჯიშოთ მშვიდად და დიდხანს, მაშინ თქვენ უნდა გაითავისოთ, რომ კარატე არის მოძრაობების კრებული. ეს მოძრაობები არის რთული, ვიდრე ფეხბურთის ფინტები ან რომელიმე ცეკვის ილეთი. ამ სპეციალურ მოძრაობებს იაპონური დასახელებები აქვთ და რა თქმა უნდა საწყის ეტაპზე იწვევს შიშს, რადგან აქამე მას არ იცნობდით.
დამწყები კარატისტები მით უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს ვარჯიშზე, რაც უფრო მალე დაეწაფებიან იმ მინიმუმს, რომლის ათვისებაც საწყის ეტაპზე ევალებათ. ეს კი ვარჯიშის დროს კმაყოფილების მიღების საშუალებას მისცემს და მეტიც, უფრო ხალისიანადაც იგრძნობს თავს.