×
Left Photo Left Photo

კარგი ფიზიკური მომზადება-ეს თქვენი მომავალი წარმატებების საწინდარია სპორტში. როგორც არ უნდა ეცადოთ, რომ შეისწავლოთ კარატეს საბაზო ილეთები და შემდეგ წაიწიოთ წინ უფრო რთული პრიგრამის შესასწავლად, მაინც ვერ მიიღებთ შედეგს და წარმატებას თუ არ მოამზადეთ თქვენი ორგანიზმი ფიზიკურად.

თუ თქვენ მძიმედ ჯდებით, ვერ ხტუნაობთ ცალ ფეხზე ისე, რომ ქუსლები არ შეახოთ იატაკს, მაშინ თქვენ როგორ გინდათ შეისწავლოთ ისეთი ხელოვნება, როგორიც არის კიოკუშინი. როგორ შეიძლება დემონსტრირება გაუკეთო შენს ძუკის ანუ მუშტით დარტყმას, როდესაც ერთჯერაც ვერ იწევთ ტანს მუშტებზე სწორად.

ფიზიკური მომზადება ნებისმიერი კარატეს განუყოფელი ნაწილია. ფიზიკური მომზადების ყველაზე კარგი საშუალებაა გადაიტანოთ სახლის ვარჯიშებში. ეს მისცემს მწვრთნელს საშუალებას მეტი დრო და ყურადღება დაუთმოს კარატეს ტექნიკას ჯგუფურ ვარჯიშებში , რასაც მწვრთნელის გარეშე ვერ გააკეთებ. კლუბში სადაც თქვენ ვარჯიშობთ აუცილებლად იქნება ისეთი სპორტსმენი, რომელსაც აქვს წარმატებები ფიზიკურ ვარჯიშებში. დადექით მის გვერდზე და შეეცადეთ შეასრულოთ ისე როგორც ის აკეთებს და თქვენ გაძლიერდებით. ყოველთვის ისე გადაანაწილეთ სახლში დრო, რომ ფიზიკური ვარჯიშებისთვის დაგრჩეთ 1,30 საათი.