1. სჭირდებათ თუ არა ბავშვებს აღმოსავლური ორთაბრძოლები?
2. რა უპირატესობა აქვს მას ტრადიციულ ფიზიკურ მომზადებასთან მიმართებაში?
3. რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვმა ვარჯიში აღმოსავლურ ორთაბრძოლებში?
დავიწყოთ იქიდან, თუ რა სარგებლობა
მოაქვს ფიზიკურ მომზადებას ბავშვებისათვის. თითქმის ყველა განვითარებული სახელმწიფოში ზრუნავენ იმაზე, რომ ჰყავდეთ ძლიერი, ლამაზი, გამბედავი,
მოქნილი ახალგაზრდები.
ბავშვთა დაავადებებს შორის საკმაოდ გავრცელებულია რესპირატორული ავადმყოფობები: ბრონქიტი,
ბრონქიალური ასთმა და სხვ. ამ დაავადებებისაგან თავდაცვის უნიკალური საშუალებაა აღმოსავლური
ორთაბრძოლების ფიზიკური კულტურა.
ფიზიკური ვარჯიშების გარეშე შეუძლებელია
ძლიერი და გამბედავი ადამიანების აღზრდა, შემდგომ კი ამ მდგომარეობის სიბერეში შენარჩუნება.
ფიზიკურად ჯანმრთელი ორგანიზმი ადვილად უმკლავდება
მიკრობებს, სიცივეს, სიცხეს და სხვადასხვა დაავადებებს. აღმოსავლური ორთაბრძოლების
ფიზიკური მომზადების სისტემა ყველა სპორტისგან განსხვავებულია, ამიტომ განსაკუთრებულად
ამზადებს ადამიანს: აწესრიგებს სუნთქვას, ამაგრებს კუნთოვან მასას, სახსრებს, ხელს
უწყობს და აკაჟებს შინაგან ორგანოებს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლის პროცესსა და
სისხლის მიმოქცევას. აქედან გამომდინარე იაპონია პირველ ადგილზეა სიცოცხლის ხანგრძლივობით,
გარდაცვალების საშუალო ასაკი არის 80 წელი, ხოლო უმრავლესობა 90-100 წლამდე აღწევს.
ჩვენ ვკარგავთ ჯანმრთელობას ფულის შოვნაში,
ხოლო შემდეგ კი ამ ფულს ვხარჯავთ ჯანმრთელობის აღსადგენად.
რაც შეეხება აღმოსავლური ორთაბრძოლების უპირატესობას სხვა ტრადიციულ ფიზიკურ
მომზადებასთან, სტატისტიკური
მონაცემებით, იმ ქვეყნების კრიმინალური მაჩვენებლები ბევრად დაბალია, სადაც კარგად
არის განვითარებული აღმოსავლური ორთაბრძოლები თავისი ფილოსოფიით. ფიზიკურ მომზადებასთან
ერთად ისწავლება ადამიანის სრულყოფილებისაკენ მიმავალი ყველა დისციპლინა, როგორიც არის:
კეთილშობილება, სამართლიანობა, ქცევის დისციპლინა, ფსიქოლოგიურად გაწონასწორება, მკაცრი
დღის რეჟიმი და სხვ.
რომელი ასაკიდან უნდა ვავარჯიშოთ სკოლანდელი
ასაკის ბავშვები? სკოლანდელი ასაკის ბავშვები ადვილად უმკლავდებიან მოკლევადიან ვარჯიშებს
სისწრაფეზე და ძალაზე. მათი რბილი და ხრტილოვანი ორგანიზმი ადვილად წელვადია და სპეციალური
ვარჯიშებით ბავშვები უფრო სწრაფად ხდებიან მოქნილები და ელასტიურები. ამ ასაკში კარგად
ყალიბდება მახსოვრობის უნარი, შემდგომ ასაკში 7-8 წლის ბავშვები უკვე ადვილად უმკლავდებიან
რთულ ილეთებს. 9-10 წლის ასაკში კი ისინი ადვილად უახლოვდებიან ზრდასრული ადამიანის
ათვისების შესაძლებლობებს.
ადამიანი ეჩვევა ადრეული ასაკიდანვე ვარჯიშებს (ცხოვრების ჯანსაღ წესს).
ადრეული ასაკიდან ვარჯიში დიდი სპორტული წარმატებების საწინდარია.
თუ ბავშვს მოუნდა სხვა სპორტში გადასვლა ის, რაც შეისწავლა აღმოსავლურ ორთაბრძოლებში, საშუალებას აძლევს ადვილად
აითვისოს რთული მოქმედებები.